ლიანა ისაკაძე სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს დაეხმარება

5 სექტემბერი, 2015

1lianaქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძე სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება. მის მიერ დაარსებული საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის “ღამის სერენადები” ბოლო კონცერტი ქველმოქმედებას მიეძღვნა.

ლიანა ისაკაძისა და ანსამბლ „ვირტუოზების” გადაწყვეტილებით, კონცერტიდან შემოსული თანხა, სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, „საქართველოს სოლიდარობის ფონდში“ გადაირიცხება.

საქველმოქმედო კონცერტში, ლიანა ისაკაძესთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოში ცნობილი სოლისტები დენის შაპოვალოვი (ჩელო) და მუჰაი ტანგი (დირიჟორი).