Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

კირილე ზდანევიჩის მოხატულობა ნადგურდება

13 სექტემბერი, 2015

1zdanevichiხელოვნებათმცოდნე ნანა ყიფიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას კირილე ზდანევიჩის მოხატულობის განადგურებასთან დაკავშირებით და შესაბამის ორგანოებს არსებულ ვითარებაში გარკვევას დროულად სთხოვს.

ნანა ყიფიანი:

“იღუპება “არგონავტთა ნავის” (1919 წლის არტისტული კაფეს) კირილე ზდანევიჩის მოხატულობა ოფიცერთა სახლის სარდაფში.

წლების მანძილზე ვერც სახელმწიფოსთან (ძეგლთა დაცვა, სამინისტრო) და ვერც ამ სარდაფის მეპატრონესთან (ოფიცერთა სახლი ნაწილ-ნაწილ პრივატიზებულია) ვერაფერი გავაწყვეთ.

ალბათ ხმაურია, სამწუხაროდ, ასატეხი, სანამ ნესტის ჭიებს საბოლოოს არ შეუჭამიათ მთელი მხატვრობა.”

1zdanevichi1

1zdanevichi2

1zdanevichi3

1zdanevichi4