Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

იტალიის კინოფესტივალი ,,სიმინდის კუნძულით” გაიხსნება

27 სექტემბერი, 2015

simindi67 გიორგი ოვაშვილი და მისი “სიმინდის კუნძული” აქტიურად მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და განაგრძობს საფესტივალო ცხოვრებას.

იტალიის საერთაშორისო კინოფესტივალის Terra di Siena Film Festival საერთაშორისო სექციას “სიმინდის კუნძული” გახსნის.

გიორგი ოვაშვილის ფილმი მსოფლიოს 60 საერთაშორისო კინოფესტივალზე იქნა წარდგენილი. “სიმინდის კუნძულს” 31 ჯილდო აქვს მოპოვებული.

ფილმი საქართველოს, გერმანიის, ყაზახეთის, ჩეხეთის, საფრანგეთის და უნგრეთის ერთობლივი ნამუშევარია. საქართველომ “სიმინდის კუნძული” 87-ე ოსკარზე წარადგინა.
ფსიქოლოგიური დრამა ხელოვნურად შექმნილ კუნძულზეა გადაღებული. ფილმში მოქმედება მდინარე ენგურზე, გაზაფხულის წვიმების შედეგად წარმოქმნილ პატარა კუნძულზე ვითარდება, სადაც გლეხები გაზაფხულის წყალდიდობის შემდეგ წარმოქმნილ კუნძულებზე სიმინდის მოსაყვანად ნოყიერი ნიადაგის მოძებნას ცდილობენ.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საზღვარზე, მდინარე ენგურის მიერ შექმნილ პატარა კუნძულზე მოხუცი აფხაზი სახლდება თავის მოზარდ შვილიშვილთან ერთად, ფიცრულ ქოხს აშენებს და სიმინდს თესავს.

სცენარი ფილმისათვის სამი წლის განმავლობაში იქმნებოდა. მისმა ბიუჯეტმა კი 1,5 მილიონი ევრო შეადგინა.