Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თოჯინების თეატრი მსოფლიო ფესტივალზეა

18 სექტემბერი, 2015

1tojinebis-teatriგიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრი მეოთხე მსოფლიო თოჯინური თეატრების ფესტივალში მონაწილეობს.

თეატრის დასმა საქართველო უკვე დატოვა და ყაზახეთში გასტროლზე გაემგზავრა. 20-26 სექტემბერს სპექტაკლი „ფერადი ნისლების სანაპირო“ მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ფესტივალში, ქართველი მსახიობები ჩაერთვებიან კარნავალში, რომელიც ფესტივალის გახსნის ცერემონიაზეა დაგეგმილი. გასტროლის ფარგლებში, თოჯინების თეატრი საქველმოქმედო სპექტაკლს ალმაატას უდედმამო ბავშვთა სახლშიც გამართავს.

სპექტაკლი “ფერადი ნისლების სანაპირო” უილიამ შექსპირის “რომეო და ჯულიეტას“ საბავშვო ვერსიას წარმოადგენს. ინსცენირების ავტორი ელენე მაცხონაშვილია, რეჟისორი დავით მაცხონაშვილი, მხატვარი ვახტანგ ქორიძე, კომპოზიტორი შალვა მაცხონაშვილი. წარმოდგენაში მონაწილეობენ თამთა ბაქრაძე, მალხაზ გაბუნია, თეა კიწმარიშვილი, მაია მალხაზიშვილი, გიორგი მეძმარიაშვილი, გიორგი ტალახაზე, ნათია შეშაბერიძე და ნათია ხმიადაშვილი.