Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თბილისში კიდევ ერთი კულტურული ძეგლი ინგრევა

16 სექტემბერი, 2015

1oficerta-saxliთბილისში კიდევ ერთი კულტურული ძეგლი ინგრევა. რუსთაველის გამზირზე მდებარე ოფიცრთა სახლი შველას ითხოვს. რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობა 1916 წელს არქიტექტორ დავიდ ჩისლიევის პროექტით აიგო და ის ევროპული ნეოკლასიციზმის გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს.

ყოფილი ოფიცერთა სახლის შენობა კულტურული მემკვიდრეობს ძეგლია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექციის სამსახურმა ყოფილი ოფიცერთა სახლის შენობის მონიტორინგი განახორციელა.

პირველადი დათვალიერებით დადგინდა, რომ შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. გარე ფასადზე და შიდა ინტერიერში, მათ შორის დარბაზებსა და სხვა სათავსებში მნიშვნელოვანი ბზარები იკვეთება, დაზიანებულია ჭერის მოხატულობა და დეკორირირების სხმული ელემენტები, კიბის უჯრედში ნესტის გამო ჩამონგრეულია ჭერი.

განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრეებს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად გაეგზავნათ გაფრთხილება, რომლის გათვალისწინებითაც ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უნდა მიეწოდოს ძეგლის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება გაფორმდეს.

1oficerta-saxli1

1oficerta-saxli2