Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თბილისში გიგა ლორთქიფანიძის სკვერი გაიხსნება

21 სექტემბერი, 2015

1giga-lortqifaniZeთბილისის ცენტრში გიგა ლორთქიფანიძის სახელობის სკვერი გაიხსნება. დედაქალაქის ხელმძღვანელობის და რეჟისორის ოჯახის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სკვერში განთავსდება ზურაბ წერეთლის მიერ დამზადებული ბიუსტიც, რომელიც უკვე მზად არის და რამდენიმე თვეა თბილისშია გამოგზავნილი.

ინფორმაციას ამის შესახებ გიგა ლორთქიფანიძის შვილი, მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე ავრცელებს:

“26 სექტემბერს ელბაქიძის დაღმართზე, საათების მოედანთან… გიგა ლორთქიფანიძის სკვერის გახსნა!”

ამ ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში ორიოდე კვირის წინ აზრთა სხვადასხვაობა მოყვა. საზოგადოების ნაწილი ირწმუნებოდა, რომ ამ ადგილას თავის დროზე ბროსეს ბიუსტი იდგა და ახლა გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტის დადგა არ შეიძლებოდა.

ნანა ლორთქიფანიძე იძულებული გახდა, განმარტება გაეკეთებინა:

“ელბაქიძის დაღმარზე არსებული სკვერიდან 25 წლის წინ მოიპარეს ჯუნა მიქატაძის მიერ შექმნილი ბროსეს ბიუსტი, ამის შემდეგ ამავე ადგილას დაიდგა სოფიკო ჭიაურელის ბიუსტი, სოფიკოს შვილმა, ნიკოლოზ შენგელაიამ ეს ბიუსტი სხვა ადგილას გადაიტანა. ახლა გადაწყდა, რომ დაიდგას გიგა ლორთქიფანიძის ძეგლი! ბროსეს შთამომავლობასთან შეთანხმებით, თუ ვინმე ძეგლის აღდგენას მოისურვებს, ბროსეს ბიუსტისთვის გამოიყო ადგილი ალექსანდროვის ბაღში. ჩვენი ჟურნალისტებისგან არ მიკვირს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გაშუქება, მაგრამ, ის ადამიანები ვინც იმეორებენ? 25 წლის წინ რომ მოიპარეს ეს ძეგლი, მაშინ რატომ არ აღშფოთდით ძვირფასებო!”