თამრიკო ჭოხონელიძე: ,,ასე არ შეიძლება!’’

30 სექტემბერი, 2015

1tamriko-choxonelidze-qartul-kulturazeმომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ყოველთვის საჯაროდ ამბობს იმას, რაც სტკივა და აწუხებს. მის ნათქვამს ხშირად სწორად იგებენ, ხშირად კი არა. მომღერალი ქართული კულტურის ერთგული მცველია და მიაჩნია, რომ ბოლო პერიოდში ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდება ქართული კულტურის დასაკნინებლად.

თამრიკო ჭოხონელიძე:

“თუ გინდა ერი გადააშენო – კულტურა უნდა დაუნგრიოო… გადავყევით პოლიტიკაზე ლაპარაკს და თავზე დაგვექცა კულტურა! არა, კი არ დაგვექცა – ჩვენივე ხელით დავაქციეთ!

ჩემო ძვირფასებო! დიდი ხანია არაფერი მითქვამს და გამიზიარებია თქვენთვის, მაგრამ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ – არ გეჩვენებათ რომ უკვე ზღვარს ძალიან გადავიდნენ ტელევიზიები?! ამ ისედაც დათრგუნულ ხალხს საცინრად იგდებენ, უბრალოდ არაფრად თვლიან! ისეთ უგუნურებებს ლაპარაკობენ, რომ უკვე უცხოელები, რომლებიც ზოგჯერ ჩვენზე კარგად იცნობენ ჩვენს კულტურას, ქილიკით გვისწორებენ ეს ასე არ არისო!

ასე არ შეიძლება! მე ჯერ არაფერს ვიტყვი მეტს, უბრალოდ თხოვნით მოგმართავთ: თუ გაქვთ საშუალება ნახეთ 2 დღის წინანდელი – იმედზე ორშაბათის 9/30-დან 9/40-მდე მონაკვეთი და თუ გაგიჩნდათ აზრი, დაწერეთ თქვენი მოსაზრება.

ეს ძალიან საჭირო იქნება ისევ ჩვენი შვილებისთვის, რომლებსაც ჩვენივე გაუნათლებლობითა და უგუნურებით საკუთარ კულტურას ვუნადგურებთ! მე ველოდები თქვენს გამოხმაურებას. რა თქმა უნდა, მე ჩემს მოსაზრებას დაგიფიქსირებთ, ოღონდ ჯერ თქვენ მითხარით, არის თუ არა ჩემი აღშფოთება და შეშფოთება საფუძვლიანი?!”