თაკო ჩარკვიანი საგანგებო მიმართვას ავრცელებს

6 სექტემბერი, 2015

1tako-charkvianiბოლო დროს ჩარკვიანების ოჯახის მიმართ ინტერესი არ წყდება. მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. მომღერალი ავსტრიიდან 4 ურთულესი ოპერაციის გაკეთების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა.

ამ ინფორმაციის გაჟღერების მიუხედავად, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია მამუკას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მისი და თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვას ავრცელებს:

“ჩემო მეგობრებო, მამუკა კარგად არის, ბევრად უკეთ და გადის რეაბილიტაციას, ინფორმაცია რომელიც ვრცელდება და რის გამოც ლამის მთელი საქართველო გვირეკავს მცდარია! ყველას დიდი მადლობა სატელეფონო ზარებისთვის და დიდი სიყვარულისთვის. მიყვარხართ მე თქვენ.”

სპეციალურ განცხადებას ავრღელებს თაკო ჩარკვიანის შვილი, პიანისტი ირმა გიგანიც:

“მეგობრებო! მამუკა კარგადაა! გავრცელდა რაღაც სტატია, რომ გარდაიცვალა, რაც არის სიცრუე და რატომ იგონებენ ასეფ რაღაცეებს ვერ ვხვდბეი, არაფერში არ ჯდება უბრალოდ! მთელი საქართველო რეკავს ჩვენთან სალხში სრული პანიკით! რა სამარცხვინოა ასეთი ჭორების გავრცელება! დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მამუკა სახლშია ჩამოსული ავსტრიიდან, სუსტადაა, მაგრამ სტაბილურად, უამრავი ოპერაციის შემდეგ! უღრმესი მადლობა სიყვარულისთვის, დიდი მადლობა!”