თაკო ნაცვლიშვილი მილანის მოდის კვირეულზე

23 სექტემბერი, 2015

1tako-nacvlishvili-milanshiმოდელი თაკო ნაცვლიშვილი წარმატებით აგრძელებს მოდის საერთაშორისო ინდუსტრიაში მოღვაწეობას.

ქართველმა ლამაზმანმა საკმაოდ წარმატებულად დაიწყო ახალი სეზონი საერთაშორისო პოდიუმზე და მონაწილეობა მიიღო მილანის მოდის კვირეულში.

თაკო მილანში Genny-ს გაზაფხული/ზაფხული 2016-ის კოლექციის ჩვენებაზე ორი ლუქით წარსდგა.

მოდელმა, რომელიც დონატელა ვერსაჩეს ფავორიტია, უკვე მიიღო მონაწილეობა პარიზის მოდის კვირეულში, მსოფლიოში ცნობილი დიზაინერების კოლექციების ჩვენებებში და მოდის კრიტიკოსებისა და აუდიტორიის დიდი მოწონებაც დაიმსახურა.