Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ვეჯინის მამათა მონასტერი ინგრევა

1 სექტემბერი, 2015

1vejinis-mamaTa-monasteriგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ამაღლების მამათა მონასტერი ინგრევა. ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარე მონასტერთან ერთად ამ ტერიტორიაზე კიდევ 10-მდე ტაძარია განლაგებული, რომლებსაც ხეების გაჩეხვა მეწყერის წარმოქმნის საფრთხეს უქმნის. მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყერმა უკვე ჩამოშალა მიწის მასები, რაც ტაძრების დაზიანების და განადგურების საფრთხეს ზრდის.

ვეჯინის მამათა მონასტერი XI-X საუკუნეებით თარიღდება და ისტორიულ წყაროებში უმნიშვნელოვანეს კერად არის მოხსენიებული. უნიკალური მოხატულობების მქონე ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.