Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ელისო ბოლქვაძემ მამის სახლი გააჩუქა

8 სექტემბერი, 2015

1eliso-bolqvadzem-mamis-saxli-gaachuqaიუნესკოს მშვიდობის არტისტმა ელისო ბოლქვაძემ მამის, ქართველი მწერლისა და იუმორისტის ზაურ ბოლქვაძის სახლი გააჩუქა.

პიანისტი უკვე იმყოფებოდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სადაც სოფელ გუთურში მამისეული სახლი მდებარეობს.

ინფორმაცია ელისო ბოლქვაძემ თავად გაავრცელა:

“მოეწყო შეხვედრა გუთურში, მამაჩემის, ზაურ ბოლქვაძის სახლში, რომელიც გადაეცა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს!”

პიანისტს სურს, რომ სწორედ აქ მოეწყოს ზაურ ბოლქვაძის სახლ-მუზეუმი, სადაც ახალგაზრდობას შემოქმედებითი საღამოების ჩატარების საშუალება მიეცემა. ყოველწლიურად, ზაფხულში კი ელისო ბოლქვაძე მამისეულ სახლში კონცერტს თვითონაც გამართავს.