Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გიორგი პაპკიაური საპროტესტო გამოფენას გამართავს

6 სექტემბერი, 2015

1saprotesto-gamofenaახალგაზრდა მხატვარი გიორგი პაპკიაური კიდევ ერთ თავის იდეას განახორციელებს და საპროტესტო გამოფენას გამართავს. მისი ნამუშევრების ექსპოზიცია თბილისისა და ბათუმის შემდეგ, ისევ თბილისში მოეწყობა და სახვითი ხელოვნების მოყვარულებს ღია ცის ქვეშ შეკრიბავს.

11 სექტემბერს გეგეშიძის ბაღში გიორგი პაპკიაური პერსონალურ გამოფენას გამართავს, რომელსაც აქციის დატვირთვაც ექნება. “არა ტერორიზმს” – ასეთი სახელწოდებით ჩატარდება გამოფენა და მიმდებარე ტერიტორიაზე მოდელები პერფორმანსით გამოხატავენ პროტესტს ტერორიზმის წინააღმდეგ.

გიორგი პაპკიაური:

“11 სექტემბერს გეგეშიძის ბაღში ვატარებ ჩემს პერსონალურ გამოფენას “არა ტერორიზმს”, რომელსაც ექნება აქციის დატვირთვაც. გამოფენა საინტერეო იქნება იმ მხრივაც, რომ აქციაში მონაწილე მოდელები პატარა პერფომანსით გამოხატავენ პროტესტს ტერორიზმის წინააღმრდეგ. ნამუშევრების გამოფენა შეგნებულად დავამთხვიე 11 სექტემბერს, რათა გამოვხატო მწუხარება ამერიკაში მომხდარი ტერაქტის გამო.”