გივი სიხარულიძე სკანდალში გაეხვია

27 სექტემბერი, 2015

1givi-sixarulidzeმწერალი, სეცნარისტი და მსახიობი გივი სიხარულიძე კიდევ ერთხელ გაეხვია სკანდალში. მისი თამამი და პირდაპირი განცხადებები საზოგადოების გაღიზიანებასაც იწვევს და აღფრთოვანებასაც, მაგრამ ამ შემთხვევაში, მას განმარტების გაკეთება მოუწია.

რუსეთის ქალაქ ბლაგოვეშჩენსკში სტუმრობისას გივი სიხარულიძემ ადგილობრივ ტელეარხს амур.инфо ინტერვიუ მისცა, სადაც ქართველების და რუსების ურთიეოთბაზე ისაუბრა.

გივი სიხარულიძე:

– დედა რუსი მყავდა და ამიტომ კარგად ვიცნობ რუსულ სულს. მე ვიცი რას ნიშნავს უბრალო რუსი ხალხი, ეს არის ნამდვილი რუსული სული. ასეთი სული მსოფლიოში არც ერთ ხალხს არ აქვს: ეს არის გულწრფელობა ურთიერთობაში. თუ რუსი მოგენდობა, ის მთელი გულით მოგენდობა. რაც შეეხება ჩემს პროფესიულ მოღვაწეობას და დამოკიდებულებას ქართულ კინოსთან, ქართული კინო რუსულიდან იღებს სათავეს, ყველა ჩვენს დიდ რეჟისორსა და მსახიობს რუსული სკოლა აქვს გავლილი. რუსულ-ქართულ ურთიერთობებთან დაკავშირებით კი ვიტყვი, რომ ყველაზე კარგი ნაზავი არის, როცა ქართველ კაცს რუსი ცოლი ჰყავს: ბავშვები ნიჭიერები და ლამაზები გამოდიან. ნაწარმოებებს რუსულადაც ვწერ და ქართულადაც. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მურს არ დავკარგო რუსული სიტყვის გემო და არომატი, ჩემს ნაწერებში დევს ორი სული, ქართული და რუსული. საქართველოში ხალხი უკვე რუსეთის მხარეს გადმოდის, ქართველები აზრზე მოდიან, პოლიტიკოსებიც გონს მოვლენ და რუსებიც უნდა ეცადონ, რომ ჩვენს ხალხს ისინი ისე უყვარდეთ, როგორც მე მიყვარს. რუსები ეს არც ჟირინოვსკია და არც გენერალიტეტი.

ამ ჩანაწერმა საზოგადოებაში იმხელა მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რომ მწერლი იძულებული გახდა განმარტებები გაეკთებინა:

– მე მეზიზღება ჟირინოვსკის რუსეთი, თუმცა ძალიან მიყვარს პუშკინის, ლერმონტოვის და ჩეხოვის რუსეთი, რუსი ხალხი მიყვარს. მე მომხრე ვარ რუსეთთან კარგი ურთიერთობის და სანამ მოვკვდები, ასე იქნება.