Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი სკანდალის მიზეზი ხდება

29 სექტემბერი, 2015

1giga-lortqifaniZeმიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში რამდენიმე დღის წინ თეატრისა და კინოს რეჟისორის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის სკვერი გაიხსნა. ამავე სკვერში რეჟისორის ბიუსტი დაიდგა.

ინტერნეტში უკვე გავრცელდა ფოტოები, სადაც ნათლად ჩანს, რომ მარი ბროსეს ბიუსტის კვარცხლბეკზე გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტია დადგმული.

ხელოვნებათმცოდნე ნანა ყიფიანი ავრცელებს ფოტოებს, სადაც ეს მოსაზრება კიდევ უფრო თვალნათლივ არის დადასტურებული:

“გადასამოწმებელია, მაგრამ თუ ასეა, სირცხვილია!
მარი ბროსეს ბიუსტის კვარცხლბეკზე, რომელიც 2000-იანის დასაწყისში მოიპარეს (ბიუსტი ბრინჯაოსი იყო), ახლა გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი დადგეს. შეგიძლიათ კვარცხლბეკების მოყვანილობა ერთმანეთს შეადაროთ. მგონი მართლა ერთიდაიგივეა…”

1giga-biusti

ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია კი საერთოდ არ მიესალმება ქალაქში ამდენი ძეგლებისა და ბიუსტების დადგმას და გიგა ლორთქიფანიძესთან დაკავშირებით, საკმაოდ საინტერესო და სასარგებლო ინიციატივას აჟღერებს:

“მერმა გახსნა მორიგი ბიუსტი. ამჯერად გიგა ლორთქიფანიძის. არ იფიქროთ ახლა მე გარდაცვლილ პიროვნებას ვაპროტესტებზე, ან არ მომწონდეს მერის მონდომება. სულაც არა. სხვა რამ მაინტერესებს თქვენგან. როგორ ფიქრობთ, ბიუსტს არ აჯობებდა მერიას ახალგაზრდა კინორეჟისორებისთვსთვის გიგას სახელობის პრემია დაენიშნა? დაუდგა გარდაცვლილს ბიუსტი–პორტრეტი. ტაშითა და ოვაციებით გახსნა ის. სიხარულისგან ატირო ქვრივი. ანდა მუდმივმოქმედი სტიპენდია დააფუძნო. სტიმული მისცე ახალგაზრდებს და პასუხიმგებლობაც რომ არ მოდუნდნენ. გაახარო ათეულობით ადამიანი. სანაცვლოდ მიიღო მათგან პროფესიული განვითარება. დააკვირდე შედეებს. გააკეთო ანალიზი და მომავალ წელს როცა ხელახლა გამოაცხადებ დედლაინს ამ სტიპენდიანტობისთვის, გაითვალისწინო წინა წლის გამოცდილება და გააუმჯობესო პროცესი. ეს ორი მიდგომა, ორი განსხავებული მიდგომაა. მათ შესახებ ბევრის თქმა შეგვიძლია. ხომ ასეა? რომელი ჯობს, რომელი არა. ხომ ძალიან მარტივია ამ ამოცანის ამოხსნა? მაგრამ ეს ძალიან მნიშნელოვანი ამოცანაა. იმიტომ რომ პირველი ხორციელდება (აწ უკვე განხორციელდა) იქ, სადაც ფსევდო და ნეკროფილურ კულტურას იყენებენ თვითპიარისთვის, ახდენენ მის მარგინალიზაციას. კულტურას აქცევენ უსარგებლო და უძრავ მონუმენტად. ხელოვანს კი, რომელსაც ბიუსტს უდგამენ, აქცევენ ავტორიტეტ–კერპ–მიცვალებულად. მითად, რომელსაც სინამდვილეზე მეტი ფასი აქვს და ეს არის კულტურის მართვის ტოტალიტარულ–საბჭოურ–ბოლშევიკური მეთოდი, რომელიც დღეისთვის უკვე წარმოადგენს აბსოლუტურად დრომოჭმულ, აბსოლუტურად მახინჯ და ცოდნისა და აზრისგან დაცლილ და შესაბამისად მომწამლავ პროცესს.”