Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ბესიკ ხარანაული დააჯილდოვეს

8 სექტემბერი, 2015

1besik-xaranauliმწერალი და პოეტი ბესიკ ხარანაული დააჯილდოვეს. მის ჯილდოებს და პრემიებს კიდევ ერთი საპატიო პრიზი შეემატა. მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში მდებარე ივანე მუხრანბატონის სასახლეში გაიმართა რიგით მეცამეტე ლიტერატურული პრემია “საბას” დაჯილდოების ცერემონიალი. ბესიკ ხარანაული ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვეს.

საღამოს პოეტი რატი ამაღლობელი და მსახიობი ნინო კასრაძე უძღვებოდნენ. შეკრებილი საზოგადოებისთვის უკრავდა თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით. ვახტანგ კახიძის მუსიკალურ კომპოზიციებს კი მაკა ზამბახიძე, ნატო კახიძე, ნეკა სებისკვერაძე, გიორგი სუხიტაშვილი, გოგა მესხი და ბუკა კარტოზია ასრულებდნენ.

წელს პრემია “საბაზე” წარდგენილი წიგნები შეაფასა სპეციალურმა ჟიურიმ ზვიად რატიანის, ქეთი ქანთარიას, ლევან ბერძენიშვილის, ზურაბ კიკნაძისა და დავით ტურაშვილის შემადგენლობით. ლიტერატურულ პრემიაზე წარდგენილი 315 წიგნიდან ჟიურიმ საუკეთესო 46 წიგნი შეარჩია და პრემიაზე დაწესებულ ნომინაციებში საუკეთესო რომანი, საუკეთესო პოეტური კრებული, საუკეთესო პროზაული კრებული, საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი, საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა, საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა, საუკეთესო პიესა და საუკეთესო თარგმანი გადაანაწილა.

“საბას” წლევანდელი მფლობელები გახდნენ:

ნომინაციაში წლის ლიტერატურული დებიუტი – გიორგი წიკლაური, პიტერ აკროიდის “ლონდონი”, თარგმანი;

ნომინაციაში წლის ლიტერატურული კრიტიკა – მალხაზ ხარბედია, ტექსტი და სიმართლე;

ნომინაციაში წლის ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა – ირაკლი მახარაძე, დიადი მუნჯი;

ნომინაციაში წლის პიესა წელს საბა არ გაიცა.

ნომინაციაში საუკეთესო ქართული თარგმანი ორი “საბა” გაიცა – ლელა დუმბაძე ვირჯინია ვულფის “გზა შუქურისკენ”; ხათუნა ცხადაძე უმბერტო ეკოს „პრაღის სასაფლაო“.

ნომინაციაში წლის პოეტური კრებული – პაატა შამუგია, შიზოგადოება;

ნომინაციაში წლის პროზაული კრებული – გოგი ჩაგელიშვილი, მხატვარი;

ნომინაციაში წლის რომანი – აბო იაშაღაშვილი, როიალ-მერი;

ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანისათვის “საბა” მიიღო ქრისტიანე ლიხტენბერგმა ოთარ ჭილაძის რომანის “გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” გერმნულად თარგმნისთვის.