Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ბათუმში საერთაშორისო ფესტივალი ჩაიშალა

13 სექტემბერი, 2015

1batumis-kinofestivaliბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი რამდენიმე საათის წინ საზეიმოდ გაიხსნა, თუმცა მისი გაგრძელება ვერ მოხერხდა და ჩაიშალა. ფესტივალი ოთარ იოსელიანის ფილმის “ზამთრის სიმღერით” უნდა გახსნილიყო.

სპეციალურად ამ ფესტივალზე დასასწრებად და საკუთარი ფილმის წარსადგენად საქართველოში რეჟისორი ჩამოვიდა, წითელ ხალიჩაზე გაიარა, ფესტივალის საპატიო სტუმარი პოლონელი მსახიობი მარია კომაროვსკა ბათუმის საავტორო კინოფესტივალის საპატიო პრიზით კინოფესტივალის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დააჯილდოვა და როცა ფილმის ჩვენება უნდა დაწყებულიყო, საზაფხულო კინოთეატრში შუქი ჩაქრა.

რეჟისორმა მომხდარის შემდეგ თეატრის შენობა და მიმდებარე ტერიტორია დატოვა და სასტუმროში გაემგზავრა. კინოფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, რეჟისორის წასვლა დაგეგმილი იყო და ოთარ იოსელიანი შუქის ჩაქრობის გამო არ გაბრაზებულა.