Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ბათუმის კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია

21 სექტემბერი, 2015

1batumis-kinofestivaliბათუმის 10-ე საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალი დასრულდა. მისი დახურვის ცერემონია და გამარჯვებულთა დაჯილდოება ბათუმის საზაფხულო თეატრში შედგა. საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ საკონკურსო სექციაში გასცა – საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

კინოფესტივალის საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ ალექსანდრე მინდაძის თავმჯდომარეობით პრიზები ასე გადაანაწილა:

გრანპრი გადაეცა ბაკურ ბაკურაძეს ფილმისთვის “ძმა დეჟანი”, საუკეთესო რეჟისურაში გამარჯვებულად დასახელდა შარუნას ბარტასი ფილმისთვის “მშვიდობა მხოლოდ გვესიზმრება”, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი გახდა იოაჰიმ ფელსტრუპი ფილმში “პაწაწინა” შესრულებული როლისთვის, საუკეთესო მსახიობი ქალი – ქალ მსახიობთა ანსამბლი ფილმში “მუსტანგი”, ჟიურის სპეციალური პრიზი კი მინიჭა ფილმს “მუსტანგი” დენიზ გამზე ერგიუვენის რეჟისორობით.

კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ ზელიმერ ზილნიკის ხელმძღვანელობით ორი პრიზი გასცა:

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი გახდა “ორმაგი უცხოები” უგის ოლტეს რეჟისურით, ჟიურის სპეციალური პრიზი კი მეთიუ ჰეინმანის “კარტელის მიწას” მიენიჭა.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ ნენად ძინდარევიჩის თავმჯდომარეობით პრიზები საუკეთესოებს მიანიჭა:

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი “წიწილა”, რეჟისორი უნა გუნიაკი, ჟიურის სპეციალური პრიზი იულია ჰანჩარის “ადამი”

კინოფესტივალის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ ნასტასია კინსკის, ლანა ღოღობერიძეს და ბაადურ წულაძეს.

დაჯილდოების ცერემონიის დასკვნით ნაწილში ნინო ქათამაძე და ჯგუფ “ინსაითის” მუსიკალური პერფორმანსი გაიმართა.