აღმოჩენა ტაო-კლარჯეთში

3 სექტემბერი, 2015

1tao-klarjetiტაო-კლაჯეთში, სადაც არაერთი უნიკალური ქართული ძეგლი მდებარეობს, ქართველმა მეცნიერებმა კიდევ ერთი აღმოჩენა გააკეთეს. მეცნიერები თურქეთის ტერიტორიაზე ისტორიული ქართული სოფლების მდებარეობის დაზუსტებით მიზნით იმყოფებოდნენ.

მათ ხატილას ხეობაში რამდენიმე უცნობი კულტურული ძეგლი აღმოაჩინეს. მათ შორისაა, ისტორიულ სოფელ ითლიეთთან მდებარე უცნობი ციხის კომპლექსი, რომელიც მაღალი კლდის თხემზე მდებარეობს და მოიცავს გალავნისა და შიდა კედლების ფრაგმენტებს, დაზიანებულ მცირე ზომის ეკლესიას, კოშკს, წყლის საცავ ავზსა და ქვევრების ნაშთებს.