Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ანსამბლმა ,,დიდგორმა” განსაკუთრებული პრიზი მიიღო

1 სექტემბერი, 2015

1didgori-daajildovesფოლკლორული ანსამბლი “დიდგორი” უზბეკეთის გასტროლიდან დაჯილდოებული დაბრუნდა. ერთი კვირის განმავლობაში ქალაქ სამარყანდში ტარდებოდა მუსიკის მეათე საერთაშორისო ფესტივალი “აღმოსავლეთის მელოდიები”, სადაც ქართველი მომღერლები განსაკუთრებული პრიზით დაასაჩუქრეს.

ინფორმაციას ანსამბლი “დიდგორი” ავრცელებს:

“ჩვენ ყოველდღიურად ვატარებდით კონცერტებს ქალაქ სამარყანდის უბნებსა თუ რაიონებში. გავიცანით უამრავი ადამიანი, მუსიკოსი, ფესტივალების ორგანიზატორები და პროდიუსერები, მივიღეთ დიდი გამოცდილება, ვეზიარეთ 66 ქვეყნის მუსიკალურ კულტურას, რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენზე. რაც ყველაზე მთავარია, შევიძინეთ ახალი მეგობრები.
ფესტივალი კონკურსის სახისაა. ჟიურის წინაშე წარვსდექით 3 სიმღერით: კახური მრავალჟამიერია, მეგრული ოჰოჰოია ჰარირათი და გურული ხასანბეგურათი.

დიდგორმა მიიღო ქალაქ სამარყანდის მერის განსაკუთრებული პრიზი, რისთვისაც მადლობას ვუხდით მას.

საპრიზო ადგილები კი შემდეგნაირად გადანაწილდა გრანპრი – ჩინეთი, პირველი ადგილი – იაპონია, მეორე ადგილი – ესტონეთი და პოლონეთი.”