Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ანი ჩაგელიშვილი: ,,პანტომიმამ ჩემი ცხოვრება შეცვალა”

30 სექტემბერი, 2015

1ani-chagelishviliვებგვერდი “artinfo.ge” და პანტომიმის სახელმწიფო თეატრი pantomime.ge გთავაზობთ ერთობლივ პროექტს, სადაც ფართო საზოგადოებას კიდევ უფრო ახლოს გააცნობს პანტომიმის თეატრის მსახიობებს.

ანი ჩაგელიშვილი 25 წლისაა, დაოჯახებული. განათლება: საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი, პანტომიმის მსახიობი.

2010 წლიდან დღემდე არის პანტომიმის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. მიღებული აქვს მონაწილეობა სპექტაკლებში: „კიდევაც დაიზრდებიან“, „ტერენტი გრანელი“, „წმინდა გიორგი“, „ქრისტე“, „სამყარო“, „სონეტები“, “STOP AIDS”, „ფიროსმანი მეფე“, „დონ ჟუანი“, „პროლოგი“, „წიგნი“, „საქრთველო ლამაზო“, „დუმილის პოეზია“, „დანკოს გული“.

ანი ჩაგელიშვილი:

– პანტომიმა ეს არის ის, რამაც ჩემი ცხოვრება შეცვალა.

– რატომ აირჩიეთ ეს ჟანრი?

– არასდროს მიფიქრია, ამერჩია ეს ჟანრი. მაგრამ მე მიხარია, რომ აქ მოვხვდი და აქედან არსად წასვლა არ მომდომებია. ვთვლი, რომ ყველაზე განსხვავებული ჟანრია.

– რომელია თქვენი საყვარელი სპექტაკლი?

– ჩემთვის ყველაზე საყვარელი სპექტაკლი „სტუმარ მასპინძელია“. ზოგადად მე ვთვლი, რომ ჩვენს თეატრში ყველაზე მაგარი სპექტაკლებია და ყველა მომწონს…

– საოცნებო როლი გაქვთ?

– ზოგადად ჩემთვის ახალი როლი, რამდენადაც გასახარია, იმდენად საპასუხისმგებლოა, ძალიან ვნერვიულობ ხოლმე.

– რა არის ყველაზე დიდი სირთულე პანტომიმის სფეროში მუშაობის დროს?

– ყველაფერი დიდ სირთულედ მიმაჩნია ხოლმე, განსაკუთრებით საკუთარ თავთან მუშაობა….

ani-chagelishvili1

– რომელი პანტომიმის მსახიობია თქვენი რჩეული?

– ამირან შალიკაშვილი, ჩარლი ჩაპლინი.

– რა განსხვავებას ხედავთ ევროპულ და ქართულ პანტომიმას შორის?

– ჩემი აზრით, რადიკალურად განსხვავდება ჩვენი სპექტაკლები ევროპის პანტომიმის სპექტაკლებისგან…. როგორც ბატონი ამირან შალიკაშვილი ამბობა ხოლმე, ჩვენი 22-ე საუკუნის სპექტაკლები გვაქვს!

– რას უსერვებთ პანტომიმის სახელმწიფო თეატრს?

– რა თქმა უნდა, ახალ შენობას, საერთაშორისო ცენტრის გახსნას და ბევრ, ბევრ ერთგულ მაყურებელს….