Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ალი და ნინო აღდგენილია

1 სექტემბერი, 2015

1ali-da-nino-agdgeniliaბათუმში აღმართული მხატვარ-მოქანდაკე თამარ კვესიტაძის მონუმენტი ალი და ნინო რამდენიმედღიანი დაზიანების შემდეგ, აღდგენილია. ბათუმის სანაპიროზე მდებარე მონუმენტს ზღვის ტალღები საძირკველს აცლიდა, რის გამოც, მისთვის ადგილის შეცვლის საკითხი არაერთხელ იქნა განხილული.

რამდენიმე დღის წინ მონუმენტის გადატანისას ამწეს ბაგირი გაუწყდა და ნინოს ქანდაკება დაზიანდა. სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ პირობა დადო, რომ შეცდომას რამდენიმე დღეში გამოასწორებდა.

პრემიერ-მინისტრის სოციალური მედიის მენეჯერის ბექა მჭედლიშვილის ინფორმაციით, ალი და ნინო აღდგენილია:

“მათთვის, ვინც ამ საკითხზე ღელავდა, ალის და ნინოს სკულპტურა აღდგენილია!”