28 სექტემბერი, 2015

ჯანეტ ქერდიყოშვილმა პროფესია შეიცვალა

1janet-kerdikoshviliმის საქართველო 2011-ის გამარჯვებულმა ჯანეტ ქერდიყოშვილმა პროფესია შეიცვალა. ლამაზმანმა მოდელობის პარალელურად, კიდევ ერთი პროფესიის დაუფლება გადაწყვიტა.

ჯანეტის ახალი პროფესია მის საქართველო 2015-ის მსვლელობისას გახდება ცნობილი. როგორც მოდელმა თავად განაცხადა, მას წამყვანის ამპლუაში იხილავს მაყურებელი. მისი გადაცემა მის საქართველოსთან დაკავშირებით იქნება მომზადებული მარაოს ეთერში გავა და მაყურებელს კონკურსის მონაწილეებს გააცნობს.

მის საქართველო 2015-ის შესარჩევი ეტაპი უკვე დასრულებულია. სილამაზის კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შორის ჟიურიმ ფინალურ ეტაპზე 20 რჩეული გოგონა გადაიყვანა.

გოგონები კონკურსისთვის მოსამზადებელ პროცესს ერთი თვის განმავლობაში გაივლიან. კონკურსის ფინალი პირველ ნოემბერს ბათუმში გაიმართება.

გამარჯვებული და მის საქართველოს ტიტულის მფლობელი ახალი ავტომობილით დაჯილდოვდება და მის მსოფლიოს ფინალში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება.