21 სექტემბერი, 2015

ქართველი მსახიობი კინოშოკზე დააჯილდოვეს

1eka-molodinashviliკინოშოკის რიგით 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ქართული კინოსთვის წარმატებული აღმოჩნდა. საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ერთადერთი ქართული ფილმი მონაწილეობდა.

ლევან თუთბერიძის “ცხრა მთას იქით” ნათამაშევი როლისთვის ქართველი მსახიობი ეკა მოლოდინაშვილი საუკეთესო ქალი მსახიობის ტიტულით დაჯილდოვდა.

ინფორმაციას რეჟისორი ლევან თუთბერიძე ავრცელებს:

“ეკა გილოცავ!!! კინოშოკზე მიიღე ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის მთავარი პრიზი ჩვენი ფილმიდან “ცხრა მთას იქით”.