28 სექტემბერი, 2015

ქართველები „ვარსკვლავურ ომებში“

1qartvelebi-varskvlavur-omebshiმსოფლიოში აღიარებული რეჟისორის ჯორჯ ლუკასის ფილმში ქართველი მსახიობები მონაწილეობენ. “ვარსკვლავური ომების” მეშვიდე ეპიზოდში მაყურებელი კიდევ ორ ამომავალ ვარსკვლავს გაიცნობს.

როგორც ფილმის ოფიციალურ ვებ გვერდზე დომინიკ ჯონსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქართველი ტყუპები თეა და ლიკა შენგელაიები ჯორჯ ლუკასის გახმაურებული ფილმის მეშვიდე ეპიზოდში გამოჩნდებიან.

თეა და ლიკა საქართველოში დაბადებულები, მაგრამ გაერთიანებულ ემირატებში გაზრდილი ქართველები არიან. მათ მონაწილეობა აქვთ მიღებული არაბულ ფილმებში.

ჯორჯ ლუკასის ფილმში გოგონები შემთხვევით მოხვდნენ. ერთ-ერთი შერჩევის დროს, ტყუპებმა ჰოლივუდის რეჟისორის ჯეი ჯეი აბრამსის ყურადღება მიიქციეს. მან გოგონებს „ძალების გაღვიძებაში“ ტყუპების როლი შესთავაზა. ოთხდღიანი გადაღებები აბუ დაბის ერთ-ერთ უდაბნოში მიმდინარეობდა.