27 სექტემბერი, 2015

სუხიშვილები ახალ კამპანიას იწყებენ

1suxishvilebis-axali-kampaniaქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები ახალ კამპანიას იწყებენ. ანსამბლი, რომელიც ყველა ქვეყანაში სასურველი სტუმარია და მათი კონცერტების ჩატარებას უცხოეთში მოუთმენლად ელიან, საქართველოში რადიკალურად განსხვავებულ პროექტს განახორციელებენ.

რეფრეშ–გამოიცეკვე – ასე ეწოდება პროექტს, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის არის განკუთვნილი. მასში მონაწილეობის მიღება 12–დან 16 წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

გამარჯვებული ბავშვები სუხიშვილების ცეკვის აკადემიაში თვენახევრის განმავლობაში გავლიან რეპეტიციებს, შეისწავლიან ცეკვის ელემენტებს და მონაწილეობას მიიღებენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონსძიებებში.

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის დაწყებული კამპანიის პარტნიორია კოკა-კოლა, რომელიც აღნიშნულ პროექტს მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში ატარებს.

რეფრეშ–გამოიცეკვეს დამაგვირგვინებელი აკორდი გალა კონცერტი იქნება.