26 სექტემბერი, 2015

პაატა ბურჭულაძის ტრიუმფი სტრასბურგში

1burchმსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ ფურორი მოახდინა სტრასბურგში, სადაც კიდევ ერთ საქველმოქმედო კონცერტში მიიღო მონაწილეობა.

სტრასბურგის საკონცერტო დარბაზში პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებული საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “იავნანა” ევროპელი მსმენელის წინაშე გალაკონცერტით წარსდგა.
საქველმოქმედო გალა-კონცერტში მონაწილეობდნენ მსოფლიოში ცნობილი ქართველი სოლისტები და საქართველოს სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრი.

საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდნენ ნინო მაჩაიძე (სოპრანო), ანიტა რაჭველიშვილი (მეცო-სოპრანო), ოთარ ჯორჯიკია (ტენორი), ლადო ათანელი (ბარიტონი), პაატა ბურჭულაძე (ბანი), საქართველოს სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი და მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი.

სტრასბურგის 1900 კაციან კონგრეს ჰოლში ქართველების კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. საღამოდან შემოსული თანხა ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მოხმარდება.