11 სექტემბერი, 2015

ნინო ანანიაშვილი იაპონიაში იცეკვებს

1nino-1ananiashviliპრიმა ბალერინა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი იაპონელი მაყურებლის წინაშე წარსდგება.

ბალერინა ტოკიოში Yokohama Minato Mirai Hall-ში მომაკვდავ გედს იცეკვებს. საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ასევე იაპონელი მევიოლინე ტამაკი კავაკუბო და პიანისტი სუსუმუ აოიაჯი.

საკონცერტო შესრულების გარდა, ნინო ანანიაშვილი მასტერკლასებს ჩაატარებს იაპონელი თაყვანისმცემლებისთვის. ტოკიოში პრიმა ბალერინას ოცამდე ფან-კლუბი არსებობს.