21 სექტემბერი, 2015

ნინი წიკლაურის ახალი ამპლუა

1nini-wiklauris-axali-ampluaმომღერალი ნინი წიკლაური ამერიკაში წავიდა და ირწმუნებოდა, რომ საქართველოში დაბრუნებას დიდხანს არ აპირებდა, თუმცა პირობის დარღვევა მოუწია და საქართველოში განსაკუთრებული შემთხვევის გამო დაბრუნდა. მომღერალმა სრულიად ახალი ამპლუა მოირგო.

ნინი წიკლაური:

“წუხელ დამთავრდა ფილმის “რაის ნასოსი?”-ს გადაღებები და ვარ სიხარულით, სიყვარულით აღსავსე, რომ მოვხვდი ამ საოცარ სამყაროში, რასაც ფილმი და როლი ჰქვია. დიდი მადლობა მსოფლიოში საუკეთესო მსახიობებს და სტაფს, რომ ამდენი კვირის განმავლობაში შემიქმენით ზებუნებრივად მაგარი გარემო, დამეხმარეთ, რომ ჩემი პირველი როლი მაქიმალურად კარგი ყოფილიყო და მომიხსენით ყველანაირი კომპლექსი. თქვენ ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი გამილამაზეთ და გამიფერადეთ და ეს ნაწილი უძვირფასესი გახადეთ. მადლობა მთელს სტაფს იმისთვის, რომ ჩემი ცხოვრება და შეხედულებები კიდევ უფრო შეცვალეთ სილამაზისკენ.”

გია კაჭარავას ფილმი “რაის ნასოსი?” “მაიტა ნასოსის” გაგრძელებაა და მასში პროფესიონალ მსახიობებთან ერთად მომღერლები ნინი წიკლაური და დათო კენჭიაშვილიც მონაწილეობენ.

ფილმის პრემიერა გვიან შემოდგომაზეა დაგეგმილი.