19 სექტემბერი, 2015

ნინა სუბლატი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

1ninaმომღერალი ნინა სუბლატი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მომღერალი, რომელიც განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩევა და ტელევიზიებისა და პრესის ხშირი სტუმარი არ არის, საკმაოდ ვრცელ მიმართვას აქვეყნებს, რომლითაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ღირებულებებს, რაც მისთვის ამ ცხოვრებაში უმთავრესია.

ნინა სუბლატი:

“ევროვიზიის ბოლო ნამღერის შემდეგ ეს სიმღერა არ მომისმენია. ჰოდა, დღეს შემთხვევით გადავწყვიტე მომესმინა და კმაყოფილი დავრჩი. გამახსენდა როგორი განწყობით ვიყავი, როცა ვწერდი. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, გავიდოდი თუ არა ევროვიზიაზე, მაგრამ ვიცოდი, თუ გავიდოდი მართლა ვორიორი უნდა ვყოფილიყავი. ვერაფროთ ავღწერ, როგორი რთულია ამდენ თავმომწონე ქვეყანას შორის, შენ ერთი გაჭირვებული საქართველო ნამდვილი იყო. არც მიცდია, რომ სიმღერა მხიარული დამეწერა, რადგან ვფიქრობ, როდესაც საქართველოს წარადგენ ევროვიზიაზე, პირველ რიგში, შენი იმ დროინდელი ქვეყნის ვითარება უნდა მოუყვე რამდენიმე მილიონ ადამიანთან და არა ის, რაც არ ხდება, ზიზილო, ბიბილო, საახალწლო მორთულობა.

იმის მიუხედავად, რომ მთელი იქ ყოფნის განმავლობაში მხოლოდ იმას ვგრძნობდი, რომ სასტიკად ღარიბები ვიყავით, მაინც ნამდვილი ვორიორივით ვიყავი. მჯეროდა ჩემი გულით დაწერილი სიმღერის, ჩემი ნერვიულობით შექმნილი კოსტიუმის, განათებების ამბები… იმისაც მჯეროდა, რომ ფინალში კარგად გავხდებოდი, იმიტომ რომ პირველ ნახევარ ფინალამდე ფაქტიურად სალაპარაკო ხმაც კი დავკარგე.
წარსდგე ევროვიზიაზე დიდი სტრესია, ჩემნაირებისთვის კი, ვინც ყველაფერში ჩართულია და არაფერს მაზავს, უფრო სტრესია. იშრომო ბევრი, გააკეთო ყველაფერი, იყო საუკეთესო და თან იცოდე, რომ აქ მხოლოდ პოლიტიკაა, ძაან უცნაური გრძნობაა, რთულად გადასატანი, მაგრამ უზომოდ ბედნიერი ვარ რომ ჩემი ქვეყანა წარვადგინე და თან ზიზილო-ბიბილო კი არა, ანუ ისეთი კი არა, როგორიც არ გამოგვდის და ევროვიზიაზეც ხშირად დავიცინივართ მაგის გამო; ნწ. ზუსტად ის ვიმღერე, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება. არა მხოლოდ ტერიტორიების გამო (მაგაზეც, რა თქმა უნდა, გავკადნიერდი და ლაივ პრესკონფერენციაზე ოკუპანტს შევახსენე თავი, რომ ოკუპანტია და მშვიდობაზე ნუ გვიგალობს) არამედ იმის გამო, რაც ზოგადად ხდება. მაშინ დოლარის კურსი ესეთი არ იყო, თორემ გამწარებული ვორიორი ვიქნებოდი.

მოკლედ, ძაან კმაყოფილი ვარ. ისე ხო მჯეროდა რონ მთელი ნომერი ძაააააალიან მაგარი იყო და ევროვიზიამ რომ შოუ დაგვახურინა, მაშინ უფრო დავრწმუნდი. მიხარია, რომ სიმღერების წერა შემიძლია! ძაან მაგარი რაღაცაა, ყოველთვის ისეთ რაღაცაზე, ვწერ რასაც ხშირად არ ვიძახი ხოლმე. ესეთი ვორიორიც, ვორიორი, მაგრამ ძონძებში კი არა, როგორიც ვინმეს პატარა ღარიბი საქართველო შეიძლება ეგონოს, არამედ “გაზმანული”, ახალგაზრდა, პრინციპული, საშიში, ცოტა მიმზიდველიც და, რა თქმა უნდა, თავის სიმაღლეზე. მიხარია, რომ მთელი ევროვიზიის სტაფი დიდი, ძალიან დიდი სიყვარულით გვექცეოდა, იმიტომ რომ ყველას ძალიან მოსწონდა სიმღერა და ნომერი, მაგრამ იცოდნენ, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ მოვიგებდით.

ვინც ევროვიზიაზე ყოფილა, თითქმის ყველა არტისტი ამბობს, თუ რა მაგარია იქ გატარებული დრო, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არაფერი ევროვიზიის მსგავსი აღჭურვილობა არ გვაქვს, ხანდახან ერთმანეთს ვჭამთ, ყველაზე დიდი შეჭმა ჩემი ტვ იმედიდან მახსოვს, გადაცემა რომ მომიწყეს სადაც 1. 700-ზე მლანძღავდა ისე, რომ არავის დაგვირეკეს და არ მიგვიწვიეს შოუში. არც მივიდოდი, ღმერთმა დამიფაროს, ვიცი ვის უნდა ველაპარაკო და ვისი აზრი ვიკითხო, მაგრამ ვინმე მივიდოდა პირველი არხიდან და იტყოდა, რომ საქართველო მთელს მსოფლიოს მოსწონდა, რომ ხალხი მხარს გვიჭერდა, ბიბისიზე ვიყავი მიწვეული, ასეთი რამე არ მომხდარა ჯერ და კიდევ სხვა მრავალი. მაგრამ მე ხომ ნამდვილი პოზიტივი ადამიანი ვარ იმ შავი თმის მიღმა, ავდექი და იუ ქოლ მი დევილ დავწერე, ზუსტად 5 წუთში. თან ტელევოზორში ჩემს ლანძღვას ვისმენდი (თუ როგორი მდაბიო უგემოვნო ვარ და “ვაშე ვის დავეკარგე”) რა თქმა უნდა, არ მწყენია ძალიან (ძალიან ცოტათი კი, აი ტვ-ს რომ ჩართავთ და მოისმენთ როგორ გაჯ…., ჩემს ადგილას 3 წლიანი დეპრესია დაგემართებათ, არაა მთლად სასიამოვნო). კიდევ ერთი რაღაც მომწონს ძალიან, ახლა უკვე თუ საქართველოზე ევროვიზია რამეს წერს, აუცილებელია ოქსიმეითედ ხმარობენ სათაურებად და ზეც ვერი ქულ აი სინქ. მაგრამ ჩემს გარდა ყველამ იჭორავა და ჰა…

მოკლედ, ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრით და ვიცი, როგორ მოეწონათ ადამიანებს ეს პერფორმანსი, მათაც კი მოეწონათ, ვინც იძახის რომ არ მოეწონა. კმაყოფილი ვარ, იმიტომ არა, რომ ყველაფერი მაქვს. მაგრამ ისე მაგრად ვერთობი მუსიკის წერით, საყვარელი ადამიანებით და ჩემი თავით (სხვათაშორის, საკმაოდ კომედია ადამიანი ვარ ცხოვრებაში, ბევრს ვლაპარაკობ, ძალიან აქტიური ვარ, ხანდახან უხეში, მაგრამ არავის სწყინს ჩემგან.) და ისე მიყვარს ჩემი სიმღერები, რომ აღწერაც შეუძლებელია. ვორიორი კი გავიგეთ რაზეაა, იუ ქოლ მი დევილიც გავიგეთ ევროვიზიის და ტვ იმედის საშუალებით რაზეა; ლოქდ ბოქსი დალუქულ ყუთზეა, რომლითაც გოგოს თავის სული დააქვს და ყველაფერზე პანიკაში და იტერიკაშია, რომ არ გაუფრთხეს, უნდა გახსნას მარა ალბათ ეშინია და უარესს შვება, ყუთში ყავს. დაუნ (ნინი ცნობილაძესთან ერთად) ზოგისთვის მკვდრებზეა, ზოგისთვის ცოცხლებზე ან სიყვარულზე, მე პირადად სექსზე დავეწერე (მაგრამ სიმღერა უნდა მიიღოს მსმენელმა ისე, როგორც თავად სჭირდება), დაე იყოს თუნდაც სიყვარულზე.. აივ გათ ან აიდია ადამიანზეა, რომელიც მატერიალურ არსებობას ისე გადაეკიდა საშიში, მარტოხელა და სუიციდისკენ მიმართული გახდა იდეაშიც სწორედ თავის მოკვლა აქვს გამოსავლად, იმიტომ რომ ბროქენ გლასია და ფიქსს არავინ იკეთებს.

მოკლედ ჩემო დანო და ძმანო, მადლობა რომ ამდენი ხანია მისმენთ და მესიყვარულებით! არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც რამე თავში უვარდება ან ტელევიზიაში გაბღენძილი ზის და ვაგინაზე გვესაუბრება. საერთოდ, რომ კითხულობთ თუ რატომ არ მეპატიჟებიან გადაცემებში, სიმართლე ისაა რომ მეპატიჟებიან და არ მივდივარ; იმიტომ არა, რომ ცოტა ზევით ხსენებული არ მაქვს ან ლაპარაკი არ ვიცი, ოღონდ მე მალაპარაკოს ვინმემ, ყველა საკითხში ვერკვევი. მიყვარს კინო, მუსიკა, ლიტერატურა, პოლიტიკაზეც კი შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ ეგ დიდი ტყუილი იქნება ჩემო კარგებო. მე მხოლოდ ადამიანი ვარ, რომელსაც უყვარს სიმღერების წერა და შესრულება. მიყვარს ვიზუალზე მუშაობა, მიყვარს ბალეტი, მაგრამ უნიჭო ვარ, სამაგიროდ მთელი 20 წელი პუანტებზე ვოცნებობდი და ახლა 4 ერთად მაქვს (მწვანე გედის სურათიც დავდე).

იყავით მეტად პოზიტიურები, უფრო სწორად გამოიყენეთ მეტი სარკაზმი იმ ყველაფრის მიმართ, რაც ხდება ამ ქვეყანაში. არასდროს არ გადააბიჯოთ თქვენს პრინციპებს თუ დარწმუნებულნი ხართ მასში; ძნელია, გადაგივლიან, ზოგი პაწა მაღალი თანამდებობით დაგემუქრება კიდეც, მაგრამ საშიში არაფერია; მთავარია სულიერი კომფორტი, რომელიც გამუდმებით უნდა ეძებოს ადამიანმა, ჩემი აზრით, მეც სწორად ამიტომ ვარ ბედნიერი, რაღაცეები მაქვს, რაღაცეები არა, მაგრამ მაშინ, როცა ჩემს დაწერილ მუსიკას ვუსმენ ნამდვილი სრულყოფილი ადამიანი ვხდები (ლამაზს და ეგეთებს არ ვგულისხმობ, რა თქმაუნდა). ამ სამყაროს არანაირი ძალდატანება არ უნდა ისე გადმოდის ჩემიდან და მიხარია, რომ აქ, ამ ცხორებაში, ამ ინკარნაციაში (მეიბი) ნინა ვარ, მუსიკას ვწერ, სუპერ ადამიანები მყავს გვერდით, არ მივდივარ ისეთ გადაცემებში, სადაც თემა ელიტ ფუჩუა, არავის არსად არ ვეტენები, იშვიათად ვიძლევი ინტერვიუებს, ადამიანი მაღალი თანამდებობით ისეთივე ადამიანია ჩემთვის, როგორიც ვინმე გივი დამსუფთავებლის პოსტიდან და ზოგადად ადამიანი უზენაეს არსებად არ მიმაჩნია. არ მინდა ჭამა და ველოდები როდის გამოიგონებენ საჭმლის შემცვლელ ტაბლეტებს ან რაღაც ეგეთს. მინდა მილიონერი ვიყო, ბავშვთა სახლი გავხსნა და იქვე ცხოველებიც მიაყოლო და დავაბინადრო (იმიტომ არა რომ სათნო და კაი ვარ, ბავშვობის ოცნებაა) ვიცი, რომ ამბიენტ/ტრიპჰოპ\ ვიჩჰაუსი რესტარანში სამღერი და გასაჟღერებელი არ არის და ჩემი დაწერილი სიმღერებით არასწორ ადგილებში არ ვშოულობ ფულს.

ყველას ბევრ ბევრ ბევრ პოზიტივს გისურვებთ, იმდენს, რამდენიც მე ახლა მაქვს, ლამისაა კოსმოსში გავიდე, ხელი მოვკიდო და გადმოვიტანო. წარმატებულ შაბათს გისურვებთ და ამხელა ტექსტს აღარ დავწერ – ამას უბრალოდ სხვა მიზეზი ჰქონდა.”