22 სექტემბერი, 2015

ნანი ბრეგვაძეს ფილმში იღებენ

nani4ნანი ბრეგვაძეს ფილმში იღებენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქართული ესტრადის დედოფალი კინოგმირი ხდება. ნანი ბრეგვაძემ მონაწილეობა მიიღო რეზიკო გიგინეიშვილის ფილმში “სიყვარული აქცენტით”, სადაც ბუბა კიკაბიძეზე გათხოვდა.

ამჯერად მომღერალი ახალგაზრდა რეჟისორის მარგო ზუბაშვილის მოკლემეტრაჟიან ფილმში იღებს მონაწილეობას. გადაღებები რუსთაველის თეატრში დაიგეგმა, სადაც ნანი ბრეგვაძესთან ერთად, ფილმში მონაწილეობისთვის მიიწვიეს დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველიც.

მარგო ზუბაშვილის ახალ ფილმში “ანა” მთავარ როლს რუსთაველის თეატრის მსახიობი ნინო კასრაძე ასრულებს.