ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი სომხეთში მიიწვიეს.
თეატრის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ქართული თეატრი მიწვეულია საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, რომელიც 5-დან 11 სექტემბრამდე ქალაქ ვანაძორში გაიმართება.
თუმანიანის სახელობის საერთაშიორისო საბავშვო თეატრების ფესტივალი „ზღაპრების დღე“ მეათედ აიღებს სტარტს.
ფესტივალზე თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრი ბესო კუპრეიშვილის სპექტაკლით „მზის სხივი“ 6 სექტემბერს წარსდგება.