13 სექტემბერი, 2015

,,მის პლანეტა 2015”-ის გამარჯვებული დასახელდა

1mis-planetaსაქართველომ პირველად უმასპინძლა საერთაშორისო სილამაზის კონკურსს “მის პლანეტა 2015”. კონკურსის ორგანიზატორობა და მასპინძლობა საქართველოში სამოდელო სააგენტო “კატრინმა” ითავა.

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 12 სექტემბერს სილამაზის კონკურსის ფინალი გაიმართა. დარბაზში შეკრებილი მაყურებლის წინაშე 35 ქვეყნის წარმომადგენელი წარსდგა. პლანეტის ლამაზმანი 20 ქვეყნის წარმომადგენლისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა.

კონკურსის ფინალამდე, კონკურსანტებმა სამი ურთულესი ტური გაიარეს. საქართველოს „მის პლანეტა 2015“-ზე 18 წლის თიკო ბაბლუანი წარადგენდა. ის საქართველოში ჩატარებული შიდაშესარჩევი კონკურსის შედეგად იქნა არჩეული. თიკო სამოდელო სააგენტო “კატრინის” მოდელია.

საერთაშორისო სილამაზის კონკურსის ჟიურის ერთ-ერთი წევრის მარკუს მეტრეველის განცხადებით, “მის პლანეტა 2015” უკვე დასახელდა და ის საქართველოს წარმომადგენელი თიკო ბაბლუანი გახდა.

1mis-planeta-2015