19 სექტემბერი, 2015

მანანა ბერიკაშვილი ბებია გახდა

1manana-berikashvili-bebia-gaxdaბერიკაშვილების ოჯახში მატებაა. მანანა ბერიკაშვილი ბებია გახდა, გივი ბერიკაშვილი კი დიდი პაპა.

მანანა ბერიკაშვილის ერთადერთმა შვილმა ანო მაისურაძემ პირველი შვილი გააჩინა. პატარა “ჰერაში” დაიბადა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

ანო მაისურაძე და მისი მეუღლე ნიკა ნანიტაშვილი თებერვალში დაქორწინდნენ. მათ გოგონა ეყოლათ. მშობლებმა პატარას ელისაბედი დაარქვეს.

ოჯახის ახალი წევრის დაბადებას ბერიკაშვილებს და ნანიტაშვილებს სოციალურ ქსელში უკვე აქტიურად ულოცავენ.