3 სექტემბერი, 2015

ლექსო თორაძე საქართველოში ჩამოდის

1leqso-toradzeამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტი ლექსო თორაძე საქართველოში ბრუნდება. მას ამ ვიზიტზე განსაკუთრებული მისია აქვს. მუსიკოსი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც ჯანსუღ კახიძის ცენტრში ჩატარდება.

“შემოდგომის თბილისი” – ასე ეწოდება ფესტივალს და ის უკვე 23-ედ ჩატარდება. ჯანსუღ კახიძის მიერ დაარსებული ფესტივალის წლევანდელი გახსნა 20 სექტემბერს არის დაგეგმილი.
“შემოდგომის თბილისის” პირველივე კონცერტზე მსმენელის წინაშე ლექსო თორაძე წარსდგება.

თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან და დირიჟორ ვახტანგ კახიძესთან ერთად პიანისტი სტრავინსკისა და პროკოფიევის ნაწარმოებებს შეასრულებს.