30 სექტემბერი, 2015

თბილისის მოდის კვირეული იწყება

1tbilisis-modis-kvireuliსაქართველოს ყველაზე მოდური ღონისძიება თბილისის მოდის კვირეული მე-12-ედ აიღებს სტარტს. მისი მასპინძელი კვლავ ვარდების მოედანზე განლაგებული გართობისა და დასვენების ცენტრი „მეტროა“, რომელიც გააერთიანებს დიზაინერების შოუ-რუმს, ლაუნჯსა და გრანდიოზულ პოდიუმს.

თბილისის მოდის კვირეული 8-11 ოქტომბერს გაიმართება და მასზე წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების 2016 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციები.

ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში ქართველი დიზაინერების 20-მდე ჩვენება, გამოფენა და პრეზენტაციაა დაგეგმილი. საკუთარ კოლექციებს შეკრებილ საზოგადოებას წარუდგენენ გიორგი შაღაშვილი, ჩუბიკა, დალოოდი, ლაკო ბუკია, მარიამ გვასალია, Mach & Mach, გიორგი ქებურია, ლექსო ახალკაციშვილი (მოდის სახლი „მატერია“). მოდის კვირეულზე პირველად წარადგენენ კოლექციებს Atelie 27, Lika 4 Lika და BULLY. კვირეულის განრიგშია ბრენდების SoYOU, N-DUO-CONCEPT.COM, ARTBEAT PROJECT, ARTAREA, Pierrot Le Fou and Full House სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. წელს თბილისელი მაყურებლის წინაშე პირველად თავის კაფსულა კოლექციას წარმოადგენს ხელოვანი ირმა შარიქაძე, რომელიც ასევე კვირეულის საიმიჯო ფოტოს შექმნის.

ჩვენებების პარალელურად იგივე შენობაში განთავსდება შოუ რუმი, რომელიც კიდევ უფრო მეტ დიზაინერს მისცემს შესაძლებლობას წარმოაჩინონ სეზონური კოლექციები, ასევე აქსესუარები და ფეხსაცმელი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით თბილისის მოდის კვირეულს საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები დაესწრებიან და გააშუქებენ: VOGUE (Italia, Russia, Australia), NOWFASHION, Style Arabia, W Magazine, Le21ieme, ELLE Australia, Fault Magazine, Noctis Magazine, 55 pages, Tank Magazine, SHOWstudio, All The Pretty Birds, Purple Magazine, L’Officiel & Harper’s BAZAAR Turkey, Nargis Azerbaijan, Buro24/7.

თბილისში ჩამოვლენ ცნობილი მოდის ბლოგერი დარია შაპოვალოვა, რაიან ქუფმანსი – ნიუ იორკის მოდის კვირეულის ფოტოგრაფი, Celebrity IT GIRL ნატალი კანტელი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შტრეეტ შტყლე ფოტოგრაფი ადამ კაც სინდინგი. მეწარმეობის განვითარების სააგენტო კი ე.წ „ბაიერებს“ უმასპინძლებს, რომლებიც თბილისს ქართველი დიზაინერების გასაცნობად და შესაძენად ესტუმრებიან.

7 ოქტომბერს გაიმართება TFW pre-Party და FASHION NIGHT OUT. ასევე, TBILISI MALL-ში, ერთ-ერთ დახურულ ავტოსადგომზე, ერთ-ერთი ქართველი დიზაინერის ჩვენებაც გაიმართება.

2015 წელს თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური კოსმეტიკაა „ორიფლეიმი“, რომლის საპატიო სტუმრის ანდრის რუსკულისის მეთვალყურეობის ქვეშ კვირეულის ვიზაჟისტები მოდელების მაკიაჟს „ორიფლეიმის“ კოსმეტიკით შექმნიან. რაც შეეხება თმის ვარცხნილობას, ჩვენებების ამ უმნიშვნელოვანეს მხარეზე სილამაზის სალონი-სტუდია “KEUNE” იზრუნებს, რომელიც ასევე კვირეულის ერთგული პარტნიორია.