19 სექტემბერი, 2015

ვინ ჩაშალა იპოდრომზე დაგეგმილი ღონისძიება?

1set-festi2 ოქტომბერს იპოდრომზე ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო, რომელიც ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს გააერთიანებდა. საღამო SET FEST-ის ფარგლებში იპოდრომის ტერიტორიაზე მდებარე ყოფილ თავლაში იყო დაგეგმილი.

SET FEST-ის წარმომადგენელი მირანდა ესაკია ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურ მიმართვას ავრცელებს:

SET FEST-ის გუნდს, სამწუხაროდ, არც მინისტრი გვყავს ნათესავი და არც ვინმე დაახლოებულ პირს ვიცნობთ ახლოს.

6 თვის წინ, როგორც რიგითი მოქალაქეები, მივედით იპოდრომზე, გავიცანით იპოდრომის ადმინისტრაცია, მოვუყევით მათ რა გვიკეთებია საქართველოში 9 წლის განმავლობაში და ვთხოვეთ, დაეთმოთ ჩვენთვის ცხენების ყოფილი თავლა. იპოდრომის ადმინისტრაციამ სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმო ტერიტორია, დაგვეხმარა რითაც შეეძლო და ამისათვის უდიდესი მადლობა მათ.

ჩვენ 6 თვის განმავლობაში 64 სატვირთო მანქანით გავიტანეთ ნაგავი ტერიტორიიდან, გავწმიდეთ თავლა, თავად ვწმენდდით ტერიტორიას შაბათ-კვირას, ვუვლიდით ტერიტორიას როგორც შვილს, როგორც SUMMERSET‬ -ს …

დღეს ვიგებთ, რომ თურმე გიორგი სიგუამ გადაწყვიტა, “სანაცნობო წრის გამოყენებით” ტერიტორია აიღოს გრძელვადიანი მფლობელობით და ჩვენ 2 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიება “არ ჩაგვატარებინოს”.

გეკითხებით თქვენ, გიორგი სიგუა:

მახსოვს 2 წლის წინ, როდესაც თქვენ ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი იყავით SUMMERSET–თან დაკავშირებით შეგხვდით. მაშინ “ელექტრო მუსიკა” (იმ დროს ასე ეძახდით) საერთოდ არ იცოდით რა იყო! მახსოვს Faithless-ი რა არისო, მკითხეთ… მიხარია, რომ კაზანტიპის პროექტის შემდეგ ძალიან შეგიყვარდათ ეს სფერო. ისე შეგიყვარდათ, რომ ნიკიტას 20 წლიანი ნაშრომი გადმოაკოპირეთ, ‎GEMFEST‬ დაარქვით და არც ეცადეთ რამე შეგეცვალათ კაზანტიპის პროექტში სახელის გარდა. მესმის, რომ თქვენი ეგო უფრო ძლიერია თქვენში ვიდრე მორალი, მაგრამ მაინც გეკითხებით: – თქვენ გგონიათ რომ ‪‎ALLSET‬ -თვის VENUE-ს დაბლოკვა, იმ VENUE-ს, რომელიც ჩვენ, ჩვენი ხელებით დავალაგეთ და შევქმენით იპოდრომის ადმინისტრაციის დახმარებით, კარგი დასაწყისია თქვენი თბილისური GEMFEST-ის?!

იმედია თქვენს ამ ახალ “ჰობს” სახელმწიფო არ აფინანსებს. თუ კი, მაშინ ჩემს წინა სტატუსს მოვიშველიებ “თურმე დაწყევლილი წრე” არ მთავრდება, გვეგონა ერთი ჭირი მოვიშორეთ, მაგრამ ეს ჭირი თურმე არ გვშორდება…”