გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ამაღლების მამათა მონასტერი ინგრევა. ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარე მონასტერთან ერთად ამ ტერიტორიაზე კიდევ 10-მდე ტაძარია განლაგებული, რომლებსაც ხეების გაჩეხვა მეწყერის წარმოქმნის საფრთხეს უქმნის. მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყერმა უკვე ჩამოშალა მიწის მასები, რაც ტაძრების დაზიანების და განადგურების საფრთხეს ზრდის.
ვეჯინის მამათა მონასტერი XI-X საუკუნეებით თარიღდება და ისტორიულ წყაროებში უმნიშვნელოვანეს კერად არის მოხსენიებული. უნიკალური მოხატულობების მქონე ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.