30 სექტემბერი, 2015

ვანიკო მაჭავარიანი გარდაიცვალა

1vaniko-machavarianiთბილისის კოლორიტი, მომღერალი და დედაქალაქის საპატიო მოქალაქე ვანიკო მაჭავარიანი გარდაიცვალა.

ამ სამწუხარო ინფორმაციას მომღერალი ნეკა სებისკვერაძე ავრცელებს:

“კიდევ ერთი განუმეორებელი ადამიანი გამოაკლდა თბილისს.”

ვანიკო მაჭავარიანი განუმეორებელი ხმის ტემბრით და შესრულების მანერით ნამდვილად გამორჩეული იყო თავისი თაობის მომღერლებში.

ვანიკო მაჭავარიანი ივიკო საყვარელიძის, მერაბ ახობაძის, მერაბ მახარაძის, თემურ ცქიტიშვილის პლეადის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო და ქალაქური სიმღერების ორიგინალური შესრულებით მსმენელი აღტაცებაში მოჰყავდა.