24 სექტემბერი, 2015

გიორგი გურგენიძე: ,,პანტომიმა ურთულესი ხელოვნებაა’’

1giorgi-gurgenidzeვებგვერდი “artinfo.ge” და პანტომიმის სახელმწიფო თეატრი pantomime.ge გთავაზობთ ერთობლივ პროექტს, სადაც ფართო საზოგადოებას კიდევ უფრო ახლოს გააცნობს პანტომიმის თეატრის მსახიობებს.

გიორგი გურგენიძე 30 წლისაა, დასაოჯახებელი. განათლება: საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი, პანტომიმის მსახიობი.

2006 წლიდან დღემდე არის პანტომიმის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. მიღებული აქვს მონაწილეობა სპექტაკლებში „სტუმარ-მასპინძელი“, „კიდევაც დაიზრდებიან“, „ტერენტი გრანელი“, „წმინდა გიორგი“, „ქრისტე”, “სამყარო”, „სონეტები“, „STOP AIDS“, „ტიტუსი“, „სარკე“, „ლუარსაბი“, „ფიროსმანი მეფე“, „დონ ჟუანი“, „პროლოგი“, „წიგნი“, „საქართველო ლამაზო“, „დუმილის პოეზია“, „დანკოს გული“.

გიორგი გურგენიძე:

– პანტომიმა უდიდესი ხელოვნებაა.

– რატომ აირჩიეთ ეს ჟანრი?

– იმიტომ, რომ მაგარია.

– რომელია თქვენი საყვარელი სპექტაკლი, როლი?

– „სტუმარ-მასპინძელი“, „ფიროსმანი მეფე“, „ტერენტი გრანელი“.

– გაქვთ გამორჩეული შთაბეჭდილება, რომელიც თეატრში განიცადეთ?

– შთაბეჭდილება თეატრში ყველა გამორჩეულია, კარგიც და ცუდიც.

– გაქვთ საოცნებო როლი?

– კომედია ნებისმიერი.

– რა არის ყველაზე დიდი სირთულე პანტომიმაში?

– რა თქმა უნდა, ურთულესი ხელოვნებაა, პლიუს მუდმივად ფორმაში ყოფნაა საჭირო.

1giorgi-gurgenidze2

– რომელი პანტომიმის მსახიობია თქვენი რჩეული?

– მაესტრო, ჩაპლინი, მიშელი.

– რა განსხვავებაა ევროპულ და ქართულ პანტომიმას შორის?

– უდიდესი დრამატურგია.

– რას უსერვებთ პანტომიმის სახელმწიფო თეატრს?

– თეატრის შენობის აშენებას, ბევრ პრემიერას, უამრავ მაყურებელს და ულევ წარმატებას.

1giorgi-gurgenidze1