25 სექტემბერი, 2015

,,ა სტუდიო’’ დაიშალა

1astudioჯგუფი “ა სტუდიო”, რომლის ვოკაოლისტიც ქართველი მომღერალი ქეთა თოფურიაა, დაიშალა. ქეთა და ჯგუფის წევრები წელს ერთად ყოფნის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ.

“ა სტუდიოს” დაშლის მიზეზი სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. მუსიკოსები და ვოკალისტი ერთდროულად ორ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე იყო მიწვეული, რის გამოც, ჯგუფის წევრებს დაშლა მოუწიათ.

ყაზახეთის დედაქალაქ ალმაატის დღესასწაულის აღსანიშნავად რიგით მეოთხე ევრაზიული მუსიკალური პრემიის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. “ა სტუდიო” გამარჯვებული გახდა ნომინაციაში “ევრაზიის არტისტი”. ჯილდოს ასაღებად სამშობლოში ჯგუფის ლიდერი ბაიგალი სერკებაევი ჩავიდა.

ამავე დღეს მოსკოვში მუზ ტივის დაარსების 19 წლის იუბილე აღინიშნა. “ა სტუდიოს” დანარჩენი წევრები რუსეთის დედაქალაქში დარჩნენ და იუბილარ ტელევიზიას დაბადების დღე სიმღერით მიულოცეს.

“ა სტუდიო” არაერთი ჯილდოსა და პრემიის მფლობელია. ჯგუფი Real MusicBox-ის მიერ წარდგენილია ნომინაციაში წლის ჯუგფი, რომელსაც “რეალ მიუზიქ ბოქსი” ატარებს. ნომინანტებს შორის საუკეთესოებს ხმის მიცემის წესით გამოავლენენ და 19 ნოემბერს დააჯილდოვებენ.