30 სექტემბერი, 2015

ანრი ჯოხაძე დაბომბვას გადაურჩა

1anri-joxadzeმომღერალ ანრი ჯოხაძეს ისრაელში გამგზავრება კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ღაზას სექტორში მებრძოლებმა რაკეტა გაუშვეს, რომელიც რადარებმა ჰაერშივე ააფეთქეს.

ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომღერალი თავად ავრცელებს. ის კოლეგებთან მაგდა ჯოხაძესთან, მაკა ზამბახიძესთან, ნოდიკო ტატიშვილთან, შორენა ბეგაშვილთან, სოფო გელოვანთან, ნინი ბადურაშვილთან ერთად აშდოთში იმყოფება:

“აშდოთში მორიგი ბომბი ჩამოაგდეს, რომელიც რადარებმა ჰაერშივე ააფეთქეს, ჩვენ კი ეს-ესაა თავშესაფრიდან გამოვედით. ვაშა ისრაელის უძლეველ სახელმწიფოს.”

რაკეტის ჰაერში აფეთქებით ძალიან შეშინდა შორენა ბეგაშვილიც და სოციალურ ქსელში მხოლოდ ორი სიტყვა დაწერა:

“მე მოვკვდი“.

აშდოთში მყოფ ქართველ მომღერლებს და მსახიობებს თბილისში დარჩენილმა მეგობრებმა გადარჩენა მიულოცეს.