20 სექტემბერი, 2015

ანიტა რაჭველიშვილი საუკეთესოთა შორის მოხვდა

1anita-saukeTesod-dasaxeldaმეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი საუკეთესოთა შორის მოხვდა. 2014-2015 წლების საოპერო სეზონის დასასრულს დასახელდა იმ მომღერალთა სია, ვინც ყველაზე გამორჩეულად და წარმატებულად წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობები და მსმენელთა გულები დაიპყრო.

ანიტა რაჭველიშვილი ამ ჩამონათვალში შეიყვანეს. საუკეთესო საოპერო მომღერალთა სიაში ანიტა ერთადერთი ქართველია, ვინც ამ ჩამონათვალში მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით აღმოჩნდა.

საუკეთესო მომღერალ ქალთა საკმაოდ ვრცელ სიაში ანიტამ მესამე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე ანა ნეტრებკოა, მეორე ადგილზე კი სონდრა რადვანოვსკი.

რაც შეეხება საუკეთესო მომღერალ მამაკაცთა სიას, საუკეთესო სამეულში ლიდერობას არავის უთმობს პლასიდო დომინგო, მეორე ადგილზეა იონას კაუფმანი, ხოლო მესამე ადგილოსანი სელსო ალბელოა.