7 სექტემბერი, 2015

აკა მორჩილაძის საერთაშორისო წარმატება

1aka-morchiladzzzeთანამედროვე ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე და მისი შემოქმედება წლებია აქტუალობას და პოპულარობას არ კარგავს. მისი რომანები კარგა ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს და უცხოეთშიც გამოუჩნდა აქტიური მკითხველები.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით აკა მორჩილაძის ყველაზე გახმაურებული რომანი “მოგზაურობა ყარაბაღში” ბულგარულ და ალბანურ ენაზე ითარგმნა და გამოიცა. რომანი უკვე თარგმნილია ინგლისურ და უკრაინულ ენებზე.

“მოგზაურობა ყარაბაღში” აკა მორჩილაძის პირველი რომანია. პირველად ნაწარმოები 1992 წელს გამოიცა და ფართო საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა.

„ქალაქელი ბიძის შვილისა და მეძავი გოგოს სიყვარული ტრივიალური ისტორიით, ომით არეული ქალაქის ცხოვრები სურათებითა და სამი-ოთხი სხვა ცნობილი ილეთით შედგენილი ეს წიგნი, მაინც გამოვიდა ამბავი რაღაცაზე, ალბათ, ხელფეხშებორკილ, უბედურ და პატიოსან ბიჭზე, რომელმაც ბევრი არაფერი იცოდა ქვეყანაზე, თუმცა ხვდებოდა, რა არის ცუდი და ძალიან უჭირდა…” – ეს არის ნაწყვეტი რომანის მეორე გამოცემის წინასიტყვაობიდან.