12 აგვისტო, 2015

ზურა ბეგალიშვილი გარდაიცვალა

1zura-begalishviliმსახიობი ზურა ბეგალიშვილი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში დუტა სხირტლაძემ გაავრცელა. როგორც მისი მეგობრები აცხადებენ, მსახიობი დიდი ხნის განმავლობაში ავადმყოფობდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა.

ზურა ბეგალიშვილი ცნობილი მსახიობის ბადრი ბეგალიშვილის შვილია. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში “ორმაგი სახე”, „სვანი“, „ქუჩის დღეები“, „ლაქა“, „ცხელი ძაღლი“, „ქაღალდის ტყვია“, „ყავა და ლუდი“, „რენე მიდის ჰოლივუდში“…

ზურა ბეგალიშვილს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „ღამის ცეკვა“ საქართველოს კინო-აკადემიის პრიზი „ნატო“ მიენიჭა. აღმოსავლეთ-ევროპის III კინოფესტივალზე კი ფილმში „თენდება“ თამაშისთვის გრან-პრი მიანიჭეს.