Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ზუმბა საქართველოდან წავიდა

15 აგვისტო, 2015

1zumbaaaმუსიკოსი და მომღერალი ზუმბა საქართველოდან წავიდა. გადაწყვეტილება ხელოვანმა მას შემდეგ მიიღო, რაც მიხვდა, რომ საქართველოში მხოლოდ თავის ოჯახს და ახლობლებს სჭირდებოდათ.

ზუმბამ არჩევანი ამერიკის შეერთებულ შტატებზე გააკეთა და ამჟამად კალიფორნიაში იმყოფება, სადაც მოღვაწეობის გაგრძელებას აპირებს.

სამშობლოს დატოვების შესახებ ინფორმაცია ზუმბამ თავად გაავრცელა:

“ნუ მეკითხებით რამდენი ხნით წავედი, რა მნიშვნელობა აქვს?!

ბევრი სიახლე მაქვს. ახალი ჯგუფი, ახალი პროგრამა. ჩაწერა გვინდა ახალი ალბომის, მერე ამას კონცერტებიც მოჰყვება. არ ვიცი რამდენი დრო დამჭირდება! მანდ მაინც ჩემი ოჯახის და თქვენს მეტს არავის ვჭირდები! აქედან უფრო გამოვადგები სამშობლოს!”