6 აგვისტო, 2015

ზაზა მარჯანიშვილი: ,,შევრიგდეთ!’’

1zaza-marjanishმუსიკოსი ზაზა მარჯანიშვილი ქართულ საზოგადოებას სოციალურ ქსელში საჯარო განცხადებით მიმართავს და შერიგებისკენ მოუწოდებს. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანი არასოდეს გამოირჩეოდა ხმამაღალი და მძაფრი განაცხადებით, მას მიაჩნია, რომ დროა საქართველო გაერთიანდეს, რადგან ღვარძლით და შურის წინ ვერ წავალთ:

“დღესაც კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი “ფეისბუკის” ე.წ. პოსტებს. მოდით, შევრიგდეთ და გავერთიანდეთ. ამ ღვარძლით და შურით წინ ვერ მივდივართ და ახალგაზრდობასაც ვრყვნით!
ამიტომ: ვინც თავს მოქალაქედ თვლის, ვისაც მიტევება და ერთობა შეუძლია, ვისაც პროგრესულ მომავალზე აქვს გათვლა, დამიკავშირდით პირადული შეტყობინების საშუალებით. მე უფლება მაქვს და შემიძლია ჩემი ქვეყნის შეცვლა. გამაძლიერეთ, გავძლიერდეთ, გავიმარჯვოთ!”