3 აგვისტო, 2015

ზალიკო სულაკაურმა ჯვარი დაიწერა

1zaliko-sulakauriმხატვარმა და კარიკატურისტმა ზალიკო სულაკაურმა ამ უქმეებზე ჯვარი დაიწერა. ხელოვანმა ჟურნალიტს ნინო განუგრავას ღვთის წინაშე ერთგულება შენაქოს ეკლესიაში შეფიცა.

კარიკატურისტის მეჯვარე მომღერალი ლევან სუხიტაშვილი იყო. სწორედ მან გაავრცელა ზალიკოს გაბედნიერების ინფორმაცია და ჯვრისწერის შემდგომი ფოტოც გამოაქვეყნა წარწერით:

“დავმეჯვრე! წავიდა ქორწილობა შენაქოში!”

ჯვრისწერაზე წყვილმა მხოლოდ მეჯვარეები და უახლოესი მეგობრები მიიწვია და საქორწილო სუფრა ღია ცის ქვეშ გაშალა.