9 აგვისტო, 2015

ზაირა არსენიშვილი გარდაიცვალა

1zaira-arsenishviliცნობილი მწერალი და სცენარისტი ზაირა არსენიშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს, მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მწერლის ოჯახს.

ზაირა არსენიშვილი 1970 წლიდან მუშაობდა კინოში. კინორეჟისორ ლანა ღოღობირეძასთან თანაავტორობით დაწერა სცენარები ყველა მისი ფილმისთვის “როცა აყვავდა ნუში”, “აურზაური სალხინეთში”, “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”, “დღეს ღამე უთენებია”, “ორომტრიალი”, “ვალსი პეჩორაზე”.

ზაირა არსენიშვილის სცენარის მიხედვით ლანა ღოღობერიძის შვილმა ნუცა ალექსი-მესხიშვილმა გადაიღო ფილმი “ფელიჩიტა”.