13 აგვისტო, 2015

ვინ იპიარებს თავს ზურა ბეგალიშვილის გარდაცვალებით?

1zura-begalishviliiiiiვინ იპიარებს თავს ზურა ბეგალიშვილის გარდაცვალებით? – ამ კითხვაზე პასუხს მისი დიდი ხნის მეგობარი მუსიკოსი კოკა ცქიტიშვილი სცემს. ის 54 წლის ასაკში გარდაცვლილ მსახიობის ხსოვნას კონცერტს უძღვნის.

კოკა ცქიტიშვილი და მისი ბენდი ზურა ბეგალიშვილისადმი მიძღვნილ კონცერტს 14 აგვისტოს “ზაზანოვაში” გამართავენ. კონცერტი წინასწარ იყო დაგეგმილი, ამიტომაც მისი ჩატარების თარიღი არ შეიცვლება და ის გარდაცვლილ მსახიობს მიეძღვნება.

კოკა ცქიტიშვილი:

“გარდაიცვალა ბეგალა – ზურა ბეგალიშვილი, ჩემი მეგობარი, რომელთანაც 30 წელზე მეტხანს ვმეგობრობდი. ის იყო უბრალოდ კარგი ადამიანი და მსახიობი. ზურა ავად იყო, ისმძიმედ ავადმყოფობდა. სამი დღის წინ ტელეფონზე ვესაუბრე, ძალიან ცუდად იყო, საფრანგეთში წასვლაზე და იქ ოპერაციის გაკეთებაზე ოცნებობდა, რომ გადარჩენილიყო… სამწუხაროდ, ვერ მოასწრო! ახლა გამოჩნდა ათეულობით ხელოვნების “მოღვაწე”, რომლებიც თურმე მასთან მეგობრობდნენ, “განიცდიდნენ” მის მდგომარეობას, ეხმარებოდნენ როგორც შეეძლოთ და საერთოდ, მის გარეშე ცხოვრებას ვერ შეძლებენ! მოკლედ რომ ვთქვათ, მაქსიმალურად იპიარებენ თავს, მაგრამ იცოდეთ, ბეგალას ასეთი რამეები არ უყვარდა! ის იყო გულწრფელი ადამიანი, რომელიც ვერ იტანდა სიყალბეს. ის პირველად 4 წლის წინ მოვიდა ჩემს კონცერტზე, როდესაც ჩემი დებიუტი იყო სოლისტის ამპლუაში. ამ კონცერტზე ბეგალამ იტირა, მას სიგიჟემდე უყვარდა ეს მუსიკა და ჩემი ბედნიერების გამო ტიროდა… დღეს მე მინდა ტირილი ამ დიდი უბედურების გამო… მისი გარდაცვალების გამო! არ გადავდებ კონცერტს და მას ზურა ბეგალიშვილის ხსოვნას მივუძღვნი. მსუბუქი იყოს მისთვის მშობლიური მიწა, მისი ხსოვნა კი სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში!

პ.ს. აქ არაფერი იცვლება, როგორც ყოველთვის, ნიჭიერ ადამიანებს გარდაცვალების შემდეგ აფასებენ.”