ვალერიან შიუკაშვილი: ,,ეს ბინძური გზაა”

1valerianპიანისტი და “არტ აკადემიის” დამფუძნებელი საქართველოში ვალერიან შიუკაშვილი ადამიანების მიერ არჩეულ ბინძურ გზაზე საუბრობს და ქართული საზოგადოების ყურადღების მიქცევაზე აკეთებს აქცენტს:

“ისე რა უცნაურია არა? საქართველოში ვაკვირდები, რომ როდესაც ადამიანს უნდა მიიქციოს ყურადღება, ის აუცილებლად ან ლანძღავს საქართველოს, ან თავის კოლეგას, ან მთავრობას და ამით იწვევს ყურადღებას… რათა მიაჩნია რომ იმდენად გაუნათლებელი საზოგადოებაა, რომ თავისი საქმით ვერ გახდება პოპულარული… და მართალია მიმაჩნია, რომ არ არის ეს სწორი და საერთოდ ბინძური გზაა, მაგრამ რა გინდათ, თავისას აღწევენ… არ მიყვარს ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები, ძალიან დროებითები არიან…”